saqarTvelos qedebi - TeleTis qedi
თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი შტოქედი. აღმოსავლეთით მტკვრის ხეობამდე ეშვება, სამხრეთიდან საზღვრავს თბილისის ქვაბულს. აგებულია ეოცენის ვულკანოგენური ქანებით. დაბალმთიანია (1000 მ-მდე). აქვს მოსწორებული თხემი და მშრალი ხევებით დანაწევრებული კალთები. შემოსილია უმეტესად ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. კალთების ქვემო ნაწილში ხელოვნურადაა გაშენებული ტყეები, მ. შ. ფიჭვნარი. თელეთის ქედზეა მწვერვალი შავნაბადა.